Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719864&print=yes&view=jobs
 
სუვენირების მაღაზიის კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუვენირების მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის წყლის სკუტერების გამქირავებელი/მაშველის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1760 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის სივრცეში განთავსებული წყლის სკუტერების (ელექტრო დაფები, წყლის ველოსიპედები და სხვა მოწყობილობები) ოპერაციული მართვა და ზედამხედველობა
** ვიზიტორებისთვის წყლის სკუტერების გამოყენების პროცესის ორგანიზება, ინსტრუქციის მიწოდება და უსაფრთხო გამოყენების უზრუნველყოფა
** მოწყობილობების (ელექტრო დაფები, წყლის ველოსიპედები) ტექნიკური გამართულობის ყოველდღიური შემოწმება და მათი სწორი ექსპლუატაციის კონტროლი
** მოწყობილობების დამუხტვის, კონფიგურაციისა და ტექნიკური მოვლა-პატრონობის პროცესების მართვა
** სამაშველო ინვენტარის (ჟილეტები და სხვა უსაფრთხოების საშუალებები) მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა და მათი გამოყენების კონტროლი
** წყლის სივრცეში უსაფრთხოების წესების დაცვა, ვიზიტორების კონტროლი და რისკების პრევენცია
** საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორების წყლიდან ამოყვანა/დახმარება
** პირველადი დახმარების აღმოჩენა დაზიანების ან ინციდენტის შემთხვევაში
** ვიზიტორების რეგისტრაციის, გამოყენების დროისა და მომსახურების პროცესის ადმინისტრირება
** მომსახურების პროცესის ხარისხის კონტროლი და ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** მოწყობილობების გამოყენების, დატვირთვისა და ტექნიკური მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ანგარიშების მომზადება
** საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობების მცირე ტექნიკური გაუმართაობების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

დამატებითი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტექნიკური მოწყობილობების მართვის, სერვისის ან მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში
** აუცილებელია ცურვის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე
** სასურველია გამოცდილება წყალზე ან სპორტულ/რეკრეაციულ აქტივობებთან დაკავშირებულ სერვისებში
** სასურველია ტექნიკური მოწყობილობების ექსპლუატაციის გამოცდილება
** სასურველია უსაფრთხოების სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია პირველადი დახმარების აღმოჩენის ცოდნა ან შესაბამისი სერტიფიკატი

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** უსაფრთხოების ნორმების დაცვის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაციის უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** გუნდური მუშაობის უნარი

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/3ZEJ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია