Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719861&print=yes&view=jobs
 
სუვენირების მაღაზიის კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუვენირების მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის სუვენირების მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1600 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მუზეუმის სუვენირების მაღაზიის მომხმარებლების მიღება, კონსულტირება და პროდუქციის შეთავაზება
** მაღაზიაში წარმოდგენილი ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო, სუვენირებისა და ბრენდირებული პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის
** პროდუქციის სწორად განთავსება, ვიზუალური წარმოდგენის ორგანიზება და მაღაზიის სივრცის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა
** გაყიდვების პროცესის სრულყოფილი მართვა, მათ შორის სალარო ოპერაციების განხორციელება
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მარაგების მონიტორინგი, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და საჭიროების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
** ვიზიტორების გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა
** გაყიდვების და ვიზიტორების სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ანგარიშგებაში მონაწილეობა
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/მომსახურების სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე
** Microsoft Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
** სასურველია გამოცდილება მომსახურების სფეროში

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** გაყიდვების უნარები
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/MC88
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია