Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719858&print=yes&view=jobs
 
სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის კაფეტერიის კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის კაფეტერიის კონსულტანტი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის კაფეტერიის კონსულტანტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1760 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** ქუთაისის ტექნოპარკის კაფეტერიაში მომხმარებლების მიღება, მომსახურება და პროდუქციის შეთავაზება
** კაფეტერიის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი
** საკვები და სასმელი პროდუქციის მომზადების, შენახვისა და გაცემის პროცესების ზედამხედველობა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** კაფეტერიის სერვისის ხარისხის უზრუნველყოფა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** პროდუქციის მარაგების კონტროლი, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** მომწოდებლებთან და ტექნოპარკის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია პროდუქციის დროული მომარაგების მიზნით
** კაფეტერიის სივრცის სისუფთავის, ჰიგიენური ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** სალარო ოპერაციების განხორციელება და ფინანსური პროცესების სიზუსტის კონტროლი
** კაფეტერიის მომსახურების პოპულარიზაციის მიზნით შესაბამის აქტივობებში მონაწილეობა
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და სერვისის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კვების ობიექტში, კაფეტერიაში ან მომსახურების სფეროში
** სასურველია გამოცდილება კაფეტერიის ან კვების ობიექტის ოპერაციების მართვაში
** სასურველია სურსათის უსაფრთხოების და ჰიგიენური ნორმების ცოდნა
** სასურველია სალარო ოპერაციების შესრულების გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/Mgm1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია