Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719855&print=yes&view=jobs
 
ტექნოლოგიური ჰაბის მედია სისტემების და კონტენტის ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნოლოგიური ჰაბის მედია სისტემების და კონტენტის ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მედია სისტემების და კონტენტის ოპერატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2080 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ფასადზე განთავსებული მულტიმედიური ეკრანის, 3D მედია განათების, საკონტროლო პროგრამული სისტემებისა და დაკავშირებული მულტიმედიური ინფრასტრუქტურის ყოველდღიური ოპერირება და მონიტორინგი
** ფასადზე გასაშვები კონტენტის (ვიდეო, ანიმაცია, გრაფიკა, ტექსტური და სხვა მედია მასალა) დაგეგმვა, გაშვების კალენდრის/განრიგის შედგენა და მისი ყოველდღიური მართვა
** კონტენტის ტექნიკური მომზადება სისტემაში განსათავსებლად - მათ შორის ფორმატის, რეზოლუციის, ხანგრძლივობისა და სხვა ტექნიკური პარამეტრების შემოწმება/ადაპტაცია
** დამტკიცებული კონტენტის სისტემაში ატვირთვა, ტესტირება, გაშვება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა/განახლება
** ყოველდღიური ოპერირების პროცესში სისტემის სტატუსის შემოწმება, მათ შორის ფასადის ჩვენების, განათების სცენარების, საკონტროლო ინტერფეისების, კავშირის და ძირითადი სამუშაო პარამეტრების მონიტორინგი
** ტექნიკური ხარვეზების, შეფერხებების ან არასტაბილური მუშაობის პირველადი იდენტიფიცირება, დოკუმენტირება და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ესკალაცია
** სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე კოორდინაცია სააგენტოს IT სპეციალისტთან, ელექტრიკოსთან, კონტრაქტორ კომპანიასთან და სხვა ჩართულ მხარეებთან
** ფასადის სისტემაზე გასაშვები შინაარსის მართვა ტექნოპარკის ღონისძიებების, სახელმწიფო/სადღესასწაულო თარიღების, თემატური კამპანიების, პროგრამებისა და სხვა აქტივობების შესაბამისად
** მარკეტინგისა და კომუნიკაციის გუნდთან თანამშრომლობა კონტენტის დაგეგმვის, განახლებისა და ვიზუალური კომუნიკაციის მხარდაჭერის მიზნით
** მედია ფაილების, სცენარების, ვერსიების, ტექნიკური შაბლონებისა და სხვა დაკავშირებული მასალების ორგანიზებული არქივის წარმოება
** სისტემის მუშაობასთან დაკავშირებული ჟურნალის/ლოგის წარმოება, დაფიქსირებული ტექნიკური ინციდენტების აღწერა და შესაბამის ანგარიშგებაში მონაწილეობა
** მომხმარებლის/სტუმრის ინტერაქტიული ფუნქციების არსებობის შემთხვევაში მათი მუშაობის მონიტორინგი და შესაბამისი მხარდაჭერა ოპერაციულ დონეზე
** საჭიროების შემთხვევაში კონტენტის გაშვების, სისტემის გამოყენებისა და ოპერირების წესებთან დაკავშირებით შიდა მხარეების კონსულტირება
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნიდან და საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად
** მულტიმედიური სისტემების ოპერირება
** ციფრული კონტენტის მართვა
** LED/მედია ეკრანებთან მუშაობა
** აუდიო-ვიზუალური სისტემების ოპერაციული მართვა

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ერთი ან რამდენიმე მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო/საკომუნიკაციო დონეზე
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა
** კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამული ინტერფეისების გამოყენების უნარი
** სასურველია გამოცდილება მედია ფაილებთან და ვიზუალურ კონტენტთან მუშაობაში
** სასურველია გამოცდილება ვიდეო/გრაფიკული პროგრამების გამოყენებაში (After Effects, Premiere Pro, Photoshop ან მსგავსი)
** სასურველია გამოცდილება LED ეკრანებთან, მედია სერვერებთან, ციფრულ სიგნალიზაციასთან, კონტენტის მართვის პლატფორმებთან ან აუდიო-ვიზუალური საკონტროლო სისტემებთან მუშაობაში
** სასურველია საბაზისო ცოდნა IP-ქსელების, მოწყობილობების კავშირის, ფაილური სტრუქტურისა და სისტემური ლოგიკის შესახებ
** სასურველია გამოცდილება კონტენტის ატვირთვის, ტესტირებისა და გაშვების პროცესში

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/MxMN
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია