Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719853&print=yes&view=jobs
 
სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის ტექნიკოსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის ტექნიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის ტექნიკოსის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1760 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის ექსპონატებისა და ტექნოლოგიური ინსტალაციების ტექნიკური მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობა
** მუზეუმში არსებული ექსპონატების ყოველდღიური შემოწმება და მათი ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი
** ტექნიკური გაუმართაობების იდენტიფიცირება და უფროსი ტექნიკოსისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება
** ექსპონატების მონტაჟში, დემონტაჟსა და კონფიგურაციაში მონაწილეობა
** ტექნიკური ინვენტარისა და სახარჯი მასალების აღრიცხვაში მონაწილეობა
** მუზეუმში მიმდინარე ღონისძიებებისა და ვიზიტორების მომსახურების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში მონაწილეობა
** სამუშაო პროცესში შესრულებული ამოცანებისა და აღმოჩენილი პრობლემების შესახებ უფროსი ტექნიკოსის ინფორმირება
** მუზეუმის გუნდთან კოორდინაცია ყოველდღიური ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

დამატებითი მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის ან მოწყობილობებთან მუშაობის მიმართულებით
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
** Microsoft Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ტექნიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწავლისა და განვითარების სურვილი
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/MkZ5
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია