Робота для біженців з України
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმღები - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმღები
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმღების პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1600 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ვიზიტორების მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ჰაბის სერვისებისა და პროგრამების შესახებ
** ვიზიტორთა ნაკადის მართვა და კოორდინაცია, მათ შორის ჯგუფური ვიზიტების ორგანიზებაში ჩართულობა
** ტექნოლოგიურ ჰაბში მოქმედი დაშვების სისტემების, რეგისტრაციისა და უსაფრთხოების პროცედურების ადმინისტრირება
** ვიზიტორებისა და პარტნიორების პირველადი კონსულტირება ჰაბის სერვისების, ლაბორატორიების, პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ
** სატელეფონო ზარების, ელექტრონული კომუნიკაციისა და შემოსული მოთხოვნების მართვა და შესაბამის პირებთან გადამისამართება
** ტექნოლოგიურ ჰაბში შიდა პროცესების ფარგლებში ადმინისტრაციული დავალებების შესრულება და დოკუმენტაციის მართვა
** ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და შესაბამისი უკუკავშირის შეგროვება
** ტექნოლოგიურ ჰაბში სივრცეში მოწესრიგებული, ორგანიზებული და სტუმარზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფა
** სტატისტიკური მონაცემების (ვიზიტორების რაოდენობა, ვიზიტების ტიპები და სხვა) წარმოება და ანგარიშგებაში მონაწილეობა
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

დამატებითი მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ, მომსახურების ან მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე
** Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა
** სასურველია გამოცდილება მიმღების ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე
** სასურველია ვიზიტორთა მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** გუნდური მუშაობის უნარი

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/nMbt
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე