Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719843&print=yes&view=jobs
 
ქუთაისის ტექნოპარკის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქუთაისის ტექნოპარკის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოპარკის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: ქუთაისის ტექნოპარკის მენეჯერი

ანაზღაურება: 4480 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** დამწყები მეწარმეებისა და სტარტაპების საქმიანობისა და პროცესების ანალიზი, რეგიონზე მორგებული შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა
** რეგიონში ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნისა და განვითარების მიზნით პროექტებისა და ღონისძიებების ინიცირება, დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება, კონტრაქტორი კომპანიის მართვა და მონიტორინგი
** ადგილობრივი ინოვაციური საზოგადოებისა და ეკოსისტემის განვითარებისკენ მიმართული პროექტებისა და ღონისძიებების ინიცირება, დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება, კონტრაქტორის კომპანიის მართვა და მონიტორინგი
** ICT და STEAM განათლებისკენ მიმართული პროექტებისა და ღონისძიებების ინიცირება, დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება, კონტრაქტორის კომპანიის მართვა და მონიტორინგი
** ქუთაისის ტექნოპარკის სტრატეგიული პროექტებისა და სივრცეების, მათ შორის: სტარტაპ ინკუბატორის, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი), საერთო სამუშაო სივრცისა და სატრენინგო სივრცეების მართვა
** სააგენტოსთან შეთანხმებით, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნოპარკის სერვისების ცნობადობის ამაღლების მიზნით შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვა, ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
** ქუთაისის ტექნოპარკის პოპულარიზაციის მიზნით მედია სააგენტოებთან კომუნიკაცია და სოციალური მედიის გვერდ (ებ)ის მართვა
** ტექნოპარკის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, მუნიციპალიტეტებთან, კერძო და არასამთავრობო სექტორებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მუდმივი კომუნიკაცია და ერთობლივი პროექტების ინიცირება
** სხვა ტექნოპარკებისა და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებაში აქტიური ჩართულობა
** ქუთაისის ტექნოპარკის ადამიანური რესურსების მართვა
** ტექნოპარკის შენობის, ფაბლაბის დანადგარების, ტექნიკის, ინვენტარისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** ტექნოპარკში მოწესრიგებული, უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა
** სააგენტოს შესყიდვების, ლოგისტიკისა და მატერიალური რესურსების მენეჯერებთან კოორდინაციით ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, ინვენტარით, ფაბლაბის სახარჯი მასალებითა და საჭირო ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფა და შესყიდვების პროცედურების ხელშეწყობა
** ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისათვის ვიზიტები თბილისისა და სხვა რეგიონების ტექნოპარკში ხელმძღვანელის მოთხოვნით
** შეთანხმებული ინდიკატორების მიხედვით ტექნოპარკის სერვისებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება, პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

დამატებითი მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
** Microsoft Office-ის პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში
** სასურველია სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** დაგეგმვისა და მართვის უნარები
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური, ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი
** ლიდერული და მენეჯერული უნარები

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/DXC7
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია