Робота для біженців з України
ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიების მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 3200 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:

** ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიების (რობოტიკის და ავტომატიზაციის R&D ლაბორატორია; VR სტუდია; დრონების ლაბორატორია; ელექტრონიკის და IoT ლაბორატორია; AI მოწყობილობების ლაბორატორია; STEAM ლაბორატორია და ფაბლაბი) საქმიანობის მართვა და კოორდინაცია
** ინოვაციური და ტექნოლოგიური hardware სტარტაპების, მეწარმეების და მომხმარებლების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების განვითარება
** ლაბორატორიების განვითარების სტრატეგიული მიმართულებებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა
** ლაბორატორიებში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელების კოორდინაცია და შედეგების მონიტორინგი
** ICT, STEAM, ინჟინერიის, რობოტიკის, AI და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებით (სასწავლო, ინოვაციური, კვლევითი, პროტოტიპირების) პროექტებისა და ღონისძიებების ინიცირება, შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და განხორციელების კოორდინაცია
** კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობის მართვა და მონიტორინგი
** ფაბლაბის მომხმარებლებისთვის ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა პროტოტიპირების და ლაბორატორიებში არსებული მოწყობილობების გამოყენების პროცესში
** ლაბორატორიების ტექნიკური ინფრასტრუქტურის, დანადგარების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა და მასალების მართვა, აღრიცხვა და მარაგების დროული შევსების უზრუნველყოფა სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით
** ლაბორატორიების უსაფრთხო, ორგანიზებული და ეფექტიანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა
** ლაბორატორიების სერვისების განვითარება, სტანდარტიზაცია და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება
** ლაბორატორიების თანამშრომლების (სპეციალისტები, ტექნიკოსები, ტრენერები) საქმიანობის კოორდინაცია, ამოცანების განაწილება და შესრულების მონიტორინგი
** ლაბორატორიების გუნდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ახალი უნარების დანერგვა
** ლაბორატორიების სერვისების ცნობადობის ამაღლების მიზნით შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვა, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
** ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან (საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორი, ტექნოლოგიური კომპანიები) თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების ინიცირება
** ლაბორატორიების გამოყენების, სერვისებისა და პროექტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება
** ტექნოპარკის სხვა ერთეულებთან და დეპარტამენტებთან კოორდინაცია საერთო პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით
** საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტები რეგიონულ ტექნოპარკებში
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიის/დიზაინის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ტექნოლოგიურ/ინოვაციურ ან საგანმანათლებლო პროექტებში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენისა და Microsoft Office-ის ცოდნა
** გრაფიკული ან/და საწარმოო დიზაინის, 2D/3D მოდელირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** პროგრამირებად დაზგა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ელექტრონიკასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** მომხმარებლებთან ურთიერთობის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** დაგეგმვისა და მართვის უნარები
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნება
** ლიდერული და მენეჯერული უნარები

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/Ddv3
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე