|
დასახელება:
კურიერი
|
| მომწოდებელი:
ოიში სუში
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
ჩვენ ვართ იაპონური რესტორნების ქსელი, რომლის მთავარი მიზანია ქართულ ბაზარზე ჯანსაღი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იაპონური კერძების დამკვიდრება. თუ გსურს გახდე გუნდის წევრი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე და უსწრაფეს მომსახურებაზე — სწორედ შენ გეძებთ!
ადგილმდებარეობა: თბილისი (გლდანი, დიღომი, ვერა)
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (10:00-18:00; 18:00-02:00; 10:00-02:00)
ანაზღაურება:
** ფიქსირებული: 60 ლარი (სრული ცვლა) / 30 ლარი (ნახევარი ცვლა)
** ამას ემატება საკურიერო ტარიფები მანძილის მიხედვით
** გარანტირებული მინიმუმი: თუ გამომუშავება არ აღწევს მინიმალურ ზღვარს, ჩვენ დაგიმრგვალებთ — სრულ ცვლას 120 ლარამდე, ხოლო ნახევარ ცვლას 60 ლარამდე
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების დროული მიღება ფილიალებიდან და მიწოდება მომხმარებელთან (კარამდე)
** შეკვეთის მიღებიდან 15-20 წუთში ობიექტზე გამოცხადება
** ტრანსპორტირების პროცესში შეკვეთის სისუფთავის, ვიზუალისა და ხარისხის დაცვა
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და სამუშაო დისციპლინის დაცვა
ვის ვეძებთ:
** საკუთარი სკუტერის მქონე კანდიდატს (საწვავის უზრუნველყოფა ხდება კურიერის მიერ)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სწრაფი ტემპის გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ენერგიულობა
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი და წინასწარ შედგენილი ცვლები (1 კვირით ადრე)
** შეკვეთების განაწილება კონკრეტული ფილიალის არეალში
** პირველ შეკვეთამდე ადგილზე მორიგეობის ვალდებულების არქონა
** სტაბილური და გამჭვირვალე ანაზღაურება (გაიცემა ყოველდღე ან ყოველ ორშაბათს)
** მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: oishiops@gmail.com.
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "კურიერი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|