Робота для біженців з України
სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: ავტო დეტალ სერვისი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
კომპანია "ავტო დეტალ სერვისი" 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მას გააჩნია მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება. მისი ძირითადი საქმიანობაა როგორც დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულების, ასევე საბაზრო და ნარჩენი ღირებულების დათვლა. საქმიანობის შედეგი არის კმაყოფილი მომხმარებელი და კმაყოფილი პარტნიორი ორგანიზაციები.

კომპანია ორიენტირებულია მუდმივ ზრდაზე და გამოირჩევა ძლიერი გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს: სამართლიანობა, მაღალი პროფესიონალიზმი და მაღალი პასუხისმგებლობა.

კომპანიის მიზანია მომხმარებლისთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქტის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

კომპანია "ავტო დეტალ სერვისი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი/დიღომი

ჩვენ შეგასწავლით:

** სერვისში მოსული ავტომობილის მიღებას;
** დაზიანებული ავტომობილების საჭიროებების განსაზღვრას;
** გუნდთან კოორდინაციას — შესაბამისი კომპეტენციების მქონე თანამშრომლების პროცესებში ჩართვის უზრუნველყოფას;
** შეკეთების ვადების განსაზღვრას და განსაზღვრული ვადების კონტროლს;
** მომხმარებელთან ურთიერთობას;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლს;

მთავარია:

** იყოთ მოტივირებული
** გქონდეთ საავტომობილო სფეროში განვითარების სურვილი
** მანქანის მართვის გამოცდილება
** იყოთ პასუხისმგებლობიანი და შეგეძლოთ გუნდთან მუშაობა

სამუშაო განაკვეთი: სრული

თუ თვლით, რომ გსურთ ამ სფეროში განვითარება, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@adservice.ge.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ანაზღაურებადი სტაჟირება სერვისის მენეჯერი", რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე