|
დასახელება:
მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
სსიპ "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტის შესარჩევად.
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1130 (ათასასოცდაათი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).
სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
შერჩეული კანდიდატი დასაქმდება ხელშეკრულებით სამთვიანი გამოსაცდელი ვადით (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით).
შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** ჰქონდეს მედია სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
** ქართულ და ერთ-ერთ უცხო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
** ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს: Microsoft Office; Internet Browser; InDesign; Premiere/Final Cut/Avid Media Composer/Avid Liquid (ან სხვა სამონტაჟო პროგრამის ცოდნა), Adobe Audition; Adobe Illustrator.
აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.
აპლიკანტი უნდა იცნობდეს პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების შესრულება:
** დოკუმენტური ფილმებისა და ფოტო გადაღებების უზრუნველყოფა;
** საარქივო მასალების რედაქტირება;
** საჭიროების შემთხვევაში საუნივერსიტეტო ღონისძიებების ფოტო-გადაღება;
** საარქივო მასალის გაშიფვრა;
** ფირების დამუშავება და მონტაჟი;
** სასწავლო პროცესის ფარგლებში სტუდენტებისათვის შესაბამისი საარქივო მასალების მოძიებაში დახმარება;
** ახლად გადაღებული მასალის აღრიცხვა და შენახვა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
** განცხადება;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა — "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.
ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 8 მაისიდან 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge
სათაურის ველში უნდა მიეთითოს — "სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტის პოზიცია".
|
|
|
|