Робота для біженців з України
ტენდერი საყოფაცხოვრებო ავეჯის შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი საყოფაცხოვრებო ავეჯის შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 18 მაისი
თანდართული ფაილი: 719634_sos_docx_1194129.zip
ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს საყოფაცხოვრებო ავეჯის მომწოდებელ კომპანიებს ოჯახის გაძლიერების პროექტის ბენეფიციარებისათვის საყოფაცხოვრებო ავეჯის შეძენის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალის ამსახველი დოკუმენტების ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (კომპანიის სახელწოდება, საიდენთიფიკაციო კოდი, მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** ხარჯთაღრიცხვა (ერთეულის ფასში გათვალისწინებული უნდა იქნას ტრანსპორტირების ხარჯები და დღგ) დალუქული კონვერტით;
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ანალოგიური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, რეკომენდაციები, ფოტომასალა);

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გთხოვთ, განაცხადი წარმოადგინოთ ბეჭდით დალუქული კონვერტით. კონვერტში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ვერსია CD-ზე ჩაწერილი.

მომსახურების გაწევის ვადები: 2026 წლის 01 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. ქუთაისი, 4600, ჰერმან გმაინერის #4, "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი",

თანხის გადახდის პირობები: ანგარიშსწორება მოხდება საქონლის მოწოდებისა და საფინანსო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "ავეჯი", ისე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 18 მაისი 12:00 სთ.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ.#4

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე