Робота для біженців з України
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: ჯანსაღი კვების ობიექტი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
ჩვენ ვაშენებთ მაღალტექნოლოგიურ Dark Kitchen-ს, რომელიც ორიენტირებულია Cuisine Vivante-ს (ცოცხალი სამზარეულო) ფილოსოფიაზე, როდესაც საკვების თერმულად დამუშავება არ ხდება. ჩვენი მიზანია შევქმნათ მაღალი კვებითი ღირებულების მქონე რაციონები, სადაც პროდუქტის დამუშავება ხდება ფერმენტების შენარჩუნებით. სამზარეულო აღჭურვილია პროფესიონალური ინდუსტრიული აპარატურით. ჩვენ გთავაზობთ მონაწილეობას საქართველოს ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურ გასტრონომიულ პროექტში, პროფესიონალურ ზრდას, ექსპერიმენტების შესაძლებლობას უახლესი აპარატურით.და კონკურენტულ ხელფასს.

პოზიცია: მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კონკურენტული, კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები: ობიექტის სრული მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** რამდენიმე საკითხზე - პარალელურ რეჟიმში ფოკუსირების უნარი
** დროის მართვის უნარი
** გუნდის მოტივირების უნარი
** საკუთარი ავტომობილი
** ინგლისური ენის კარგად ფლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (და სურვილის შემთხვევაში დამატებითი მასალა) შემდეგ მისამართზე: vacancy@nutri.org.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე