Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: რესტორანი Cheese Farm
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
რესტორანი "Cheese Farm" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი
მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სარესტორნო სივრცის მომზადება სამუშაო დღის დასაწყისში (მაგიდების გაწყობა, ტერიოტრიის ვიზუალური მოწესრიგება, ტექსტილის, ჭურჭლის მარაგის შევსება და ა.შ);
** დეტალური ინფორმაციის ცოდნა რესტორნის მენიუს შესახებ (საკვების და სასმელის ინგრედიენტები და ალერგენები);
** სტუმრისთვის მენიუში არსებული კერძების და სასმელების შეთავაზება/კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა და სამუშაო ადგილზე წესრიგის უზრუნველყოფა;
** სალარო ოპერაციების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება რესტორნის მომსახურების მიმართულებით;
** მომსახურების სტანდარტებისა და საჭმლის/სასმლის პრეზენტაციის საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გუნდური მუშაობის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Info@cheesefarm.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ყველის ქარხანა ერთის" მიერ;
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე