Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719528&print=yes&view=jobs
 
ხარისხის კონტროლის ინსპექტორი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის ინსპექტორი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის ინსპექტორის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: https://www.primeconcrete.ge/

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს

სამუშაო ადგილი: ფოთი (ფოთის პორტის მშენებლობა)
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** სამშენებლო სექტორში და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ბეტონთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

მოვალეობები:

** ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი;
** ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა პროექტის სპეციფიკაციის/მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** ნახაზების შესაბამისად სამუშაოების შემოწმება;
** სატესტო ლაბორატორიასთან კონტაქტი და კოორდინაცია;
** დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაციის მომზადება საველე პირობებში და მიღებული შედეგების ასახვა ელექტრონულად;
** რეპორტინგის მომზადება/წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან და პროექტის გუნდთან;
** დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება;
** პროექტის სპეციფიკაციასთან შეუსაბამობის დადგენა და ნებისმიერი კრიტიკული საკითხის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** კოორდინაცია გუნდის წევრებთან, პროექტის დამკვეთთან და ზედამხედველთან.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული, ენერგიული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
** გამართული კომუნიკაციის უნარი.

თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 6 ივნისის ჩათვლით ელ.მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია