Робота для біженців з України
ბუღალტერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა 2022 წელს.

კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, საექსპორტო ფანერებს და საწარმოო პროცესის ზრდის პარალელურად, იკრებს გუნდის ახალ წევრებს.

სწორედ ამ ზრდასთან დაკავშირებით, პალატის გუნდში ვეძებთ ბუღალტერს!

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
მდებარეობა: ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:
** ადგილობრივი შესყიდვების შემოწმება და ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა
** ადგილობრივი გაყიდვების ზედნადებების მომზადება/გაგზავნა
** იმპორტის დეკლარაციების დამუშავება და პროგრამული ასახვა
** ექსპორტის დოკუმენტაციის დამუშავება
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე