Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719498&print=yes&view=jobs
 
წყალმომხმარებელთა ინსპექტირების სამსახურში ინსპექტორი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წყალმომხმარებელთა ინსპექტირების სამსახურში ინსპექტორი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას
წყლის რესურსების მართვის დეპარტამენტში წყალმომხმარებელთა ინსპექტირების სამსახურში ინსპექტორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სემეკის მიერ დამტკიცებული საირიგაციო წყლის მიწოდების წესების შესაბამისად უკანონო მომხმარებლების გამოვლენა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის N2-89 ბრძანების შესაბამისად, წყლის დატაცების ფაქტზე დროული რეაგირება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, აღრიცხვა და შესაბამისი პროცედურების წარმართვა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
** ინსპექტირების განხორციელებისას დამატებით მორწყვადი ფართობების მოძიება, აღნიშნული მიწის ნაკვეთების ბილინგის სისტემაში ინსპექტირების ფენაზე ასახვა;
** წყალმომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების/განცხადების პირობების მონიტორინგი, გეგმიური წყალსარგებლობის პირობების დაცვის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული მიმართულება);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** მართვის მოწმობა (B კატეგორია, მექანიკა)

სხვა მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: კახეთის რეგიონი, გურჯაანი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 20.05.2026 და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება -" ინსპექტორი".

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია