Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719444&print=yes&view=jobs
 
რისკების პრევენციის ოფიცერი/რეზერვი რისკების პრევ. ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რისკების პრევენციის ოფიცერი/რეზერვი რისკების პრევ. ოფიცერი
მომწოდებელი: ვეზირი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
შპს "ვეზირი" იწყებს კანდიდატების შერჩევას რისკების პრევენციის ოფიცრის (რპო) და რეზერვი რისკების პრევენციის ოფიცრის (რეზერვი რპო) თანამდებობაზე დასაქმების მიზნით.

ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: (2) ორი

რპო თანამდებობის ზოგადი მიზანია: რისკების პრევენციის სერვისის პროცედურების და ინსტრუქციების შესაბამისად, ობიექტზე ნებისმიერი შესაძლო საფრთხის დროული გამოვლენა, მასზე დროული რეაგირება და საპასუხო ქმედებების განხორციელების უზრუნველყოფა, რისკების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.

პროფესიონალური მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო/პროფესიული განათლება (პროფესია შეუზღუდავია);
** მსგავს სფეროში (დაცვის სამსახურში, ძალოვან სტრუქტურაში და ა.შ) მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და გამორჩეული ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
** ქართული ენის გამართულად ფლობა;
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა (სასურველია);
** დაკვირვების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ;
** პრობლემის ფართო ხედვის უნარი, საკითხისადმი შემოქმედებითად მიდგომა, პრობლემის/საფრთხის წინასწარ ხედვის უნარი;
** რთული საუბრების წარმართვისა და კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი;
** დისციპლინის მაღალი დონე;
** დაკისრებული მოვალეობებისადმი პაუხისმგებლობის გრძნობა;
** დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობა ფიზიკური და ფსიქიკური მონაცემებით;
** ცვლებში მუშაობის უნარი, ღამის ცვლების ჩათვლით;
** შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში გამართულად მუშაობის უნარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტზე დაშვების კონტროლი: ობიექტებზე არასანქცირებული შეღწევის აღკვეთა (მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების), ასევე ობიექტებზე აკრძალული ნივთების დაშვების აღკვეთა (ნივთების სია განისაზღვრება დამკვეთი კომპანიის მენეჯმენტის მიერ);
** ობიექტის პერიმეტრისა და ტერიტორიის კონტროლი: ტერიტორიაზე საეჭვო ნივთების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება (როგორებიცაა მაგალითად ფეთქებადი ნივთიერებები და ა.შ.), პერიმეტრის მთლიანობის კონტროლი, ობიექტზე არსებული წესებისა და პროცედურების დაცვაზე კონტროლი, მანქანების პარკინგის კონტროლი, ობიექტზე მომუშავე პერსონალისა და ვიზიტორების ორიენტირება საჭიროებისამებრ, და ა.შ.;
** სახანძრო უსაფრთხოებაზე კონტროლი: ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პერიოდული შემოწმება, ხანძრის პრევენციისათვის აუცილებელი პროცედურების ეფექტურ განხორციელებაზე მონიტორინგი;
** მატერიალურ ფასეულობათა დანაკარგებზე კონტროლი: იმ შესაბამისი პროცედურების განუხრელი განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ მატერიალური ფასეულობების დანაკარგების (ქურდობა, არასანქცირებული გატანა და ა.შ) რისკის მინიმიზაციას;
** სამსახურებრივი ინფორმაციის დაცვა: ყველა იმ შესაბამისი პროცედურის განუხრელი განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამსახურებრივი ინფორმაციის არასანქცირებული გაცემის რისკის მინიმიზაციას;
** კომპანიის რეპუტაციის დაცვა: სერვისის განხორციელება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს კომპანიის რეპუტაციის დაცვას;
** საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება: ობიექტზე არსებული პერსონალის კონტროლი, ევაკუაციის განხორციელება, პერსონალის სწორი ორიენტირება, სამაშველო ბრიგადების მუშაობის ხელშეწყობა და ა.შ.;
** უსაფრთხოების (OSH) პოლიტიკის განუხრელი დაცვა: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;

სამუშაო პირობები:

** სტანდარტული სამუშაო გრაფიკია: 4 ცვლიანი რეჟიმი, 12 საათიან ცვლებში დღისით და ღამით;
** სამუშაო ადგილი: გარდაბნის რაიონში მდებარე SOCAR Midstream-ის ობიექტი (CSG 1);
** რპო რეზერვი არ წარმოადგენს მუდმივ შტატს. რეზერვად მუშაობა გულისხმობს სამსახურში გამოცხადებას გამოძახებით, ცვლაში თანამშრომლების ნაკლებობის შესავსებად;
** ანაზღაურება ხდება ფიქსირებულს + საათობრივი პრინციპით;
** თანამშრომელი ისარგებლებს ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტუნარიანი საოჯახო პაკეტით;
** თანამშრომლის ტრანსპორტირებას (ქ. რუსთავიდან) უზრუნველყოფს კომპანია;
** სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თანამშრომელი ვალდებულია ატაროს სპეციალური უნიფორმა;
** ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით.

მინიმალური ასაკი: 16 წელი

რისკების პრევენციის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები:

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად რეზერვი რპო არ შეიძლება იყოს:

** განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
** ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დაცვითი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქრონიკული სნეულება ხელს არ უშლის აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას);
** პირი რომელიც სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული აქვს დაცვითი საქმიანობის სფეროში დასაქმების უფლება და სხვა.

დასაქმებულის უფლებები:

შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. ტოლფასი სამუშაოს შემთხვევაში როგორც ქალი, ასევე მამაკაცი თანამშრომელი უზრუნველყოფილია თანაბარი ოდენობის ანაზღაურებით . თანამშრომელი თავისუფალია შექმნას დასაქმებულთა გაერთიანება ან გაწევრიანდეს მსგავსს გაერთიანებებში. მოითხოვოს დამსაქმებელთან კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების პროცესის ორგანიზება.

დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, შეავსეთ კომპანიის სააპლიკაციო ფორმა და წარმოადგინეთ:

** შპს ვეზირის სათაო ოფისში თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ.; ან
** ჩააბარეთ გარდაბნის რაიონში შპს ვეზირის წარმომადგენელს (ARSO - ვალერ ფუხაშვილს 551029001);
** გამოგზავნეთ ელ. ფოსტით hr@veziri.net

შერჩევის შემთხვევაში კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტები:

** შევსებული სააპლიკაციო ფორმა
** დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
** სერტიფიკატების ასლი (არსებობის შემთხვევაში);
** ცნობა ნასამართლობის შესახებ;
** ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან;
** ჯანმრთელობის ცნობა;
** ცნობა ფსიქონევროლოგიური დისპანსერიდან.

სააპლიკაციო ფორმის ჩაბარება არ გულისხმობს დასაქმების გარანტიას, კანდიდატების შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე. დასაქმების უპირატესი შესაძლებლობით ისარგებლებენ კანდიდატები პროექტის ზემოქმედების ქვეშ არსებული დასახლებებიდან: გარდაბანი, ჯანდარა, ნაგები, პობედა, ბირლიკი, ქვემო კაპანახჩი, ლემშვენიერა, ლელაშხა, თბილწყარო.

ის კანდიდატები, რომელთა აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია არ იქნება თანამდებობრივი მოთხოვნების შესაბამისი, არ იქნებიან მოწვეული შერჩევის შემდგომ ეტაპზე. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.

ტესტირებაზე მოწვეული კანდიდატების შერჩევაც საკონკურსო წესით მოხდება და მხოლოდ ის კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე, რომლებიც გადალახავენ ტესტის მინიმალურ ზღვარს.

გთხოვთ დაიცვათ დოკუმენტაციის სისრულე და საბუთების შემოტანის ყველა წესი. არასრული და არაზუსტი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კომპანია არ განიხილავს თქვენს კანდიდატურას.

როგორც დასაქმების, ასევე არ დასაქმების შემთხვევაში კომპანია არ არის ვალდებული აანაზღაუროს სავალდებულო დოკუმენტაციის შეგროვებაზე ან ტესტირებებსა თუ გასაუბრებაზე ვიზიტისას გაწეული ხარჯები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია