|
დასახელება:
მოძრავი მერჩენდაიზერი
|
| მომწოდებელი:
არგვეთია ერთი
|
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
კომპანია "არგვეთია ერთი", რომლის მიმართულება არის იმპორტი (ევროპული პროდუქცია) და დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით, დაფუძნდა 2019 წელს.
"არგვეთია ერთი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
პირობები:
** პოზიციის მდებარეობა: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში სრული 5 დღე (დასვენების დღეები შერჩევით)
** სახელფასო სისტემა: ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან გამომდინარე / 1100 ლარი + ბონუსი (100 - 1000 ლარამდე)
** განიხილება: სამედიცინო დაზღვევა
** კომპანია გთავაზობთ განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სხვადასხვა ფილიალებში რეგულარული ვიზიტების განხორციელება;
** პროდუქციის განთავსება და მოწესრიგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ვიზუალური პრეზენტაციის უზრუნველყოფა;
** მარაგების (ინვენტარის) კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დამატებითი შეკვეთების ინიცირება;
** გაყიდვების პროცესში მხარდაჭერა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების დაკვირვება;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: info@argvetia.ge, info.argvetia@gmail.com და გთხოვთ, სათაურის "subject" ველში მიუთითეთ "მერჩენდაიზერი".
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 6 ივნისი 2026 წელი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|