Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719217&print=yes&view=jobs
 
პურის მცხობელი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პურის მცხობელი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას პურის მცხობლის პოზიციაზე "გურამიშვილის მარანში".

მდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული

თუ გაქვთ გამოცდილება ტრადიციული ქართული პურის ცხობაში და გსურთ მუშაობა ისტორიულ და პროფესიონალურ გარემოში — გელოდებით ჩვენს გუნდში.

მოვალეობები:

** ტრადიციული ქართული პურის (შოთი, ლავაში და სხვა) ცხობა თონეში
** ცომის მომზადება და სწორად დამუშავება
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** ჰიგიენის ნორმების დაცვა

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მუშაობას უნიკალურ ისტორიულ სივრცეში

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 595 017 799
(WhatsApp ხელმისაწვდომია)

ან გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე: hr@ktw.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პურის მცხობელი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

"KTW ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია