Робота для біженців з України
საგრანტო კონკურსი სოციალური საწარმოებისთვის - რაუნდი 2
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგრანტო კონკურსი სოციალური საწარმოებისთვის - რაუნდი 2
მომწოდებელი: გაეროს განვითარების პროგრამა
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
თანდართული ფაილი: 719211_grant_9728931.zip
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი "წვდომა საექსპორტო ბაზრებზე" (IA2M) აცხადებს საგრანტო კონკურსს სოციალური საწარმოებისთვის, რომლებიც მზად არიან დაიწყონ ან/და გააფართოონ ექსპორტი ევროკავშირის ბაზრებზე.

გრანტის ოდენობა: 50, 000 ლარი
SME-ის თანამონაწილეობა: არანაკლებ თანადაფინანსების 10%-ის ოდენობა (5000 ლარი)
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 2 ივნისი

დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია: https://procurement-notices.undp.org/view_negotiation.cfm?nego_id=45163

საგრანტო პროგრამის საინფორმაციო ვებინარის ბმული: https://undp.zoom.us/j/85280530722

შეხვედრის თარიღი: 20 მაისი 2026, 13:00

გთხოვთ, დაესწროთ აღნიშნულ ვებინარს. ვებინარის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ დასვათ შეკითხვები და მიიღოთ დეტალური და ამომწურავი პასუხები. ასევე, მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რაც გაგიმარტივებთ განაცხადის შევსებას.

კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერილი სფეროები:

** სექცია C: წარმოება (გარდა მე-12 განყოფილებისა: თამბაქოს ნაწარმის წარმოება, მე-19 განყოფილებისა: კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების წარმოება და 33 განყოფილებისა: მანქანა-დანადგარებისა და აღჭურვილობის შეკეთება და მონტაჟი.)
** სექცია J ინფორმაცია და კომუნიკაცია;
** სექცია M პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები;
** სექცია N ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები: განყოფილება 78 დასაქმებასთან დაკავშირებული საქმიანობები და განყოფილება 82 ოფისის ადმინისტრაციული, ოფისის დამხმარე და ბიზნესის სხვა დამხმარე საქმიანობები;
** სექცია P განათლება;
** სექცია Q ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები: განყოფილება 86 ჯანდაცვის საქმიანობები;
** სექცია R ხელოვნება, გართობა და დასვენება (გარდა განყოფილებისა 92 აზარტული თამაშების საქმიანობები).

საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი, ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რედაქცია 2
https://www.geostat.ge/media/70150/NACE-Rev_2_GE_2023.pdf

საგრანტო კონკურსი მხარს უჭერს პროექტების ფართო სპექტრს, როგორიცაა:

** საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** სერვისების გაუმჯობესება და ადაპტირება საერთაშორისო ბაზრებისთვის.
** ბაზრების კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება.
** სერვისების მიწოდებისთვის ინოვაციური მიდგომების დანერგვა (მაგ., დისტანციური სერვისები, პარტნიორობა უცხოელ მომწოდებლებთან, ჰიბრიდული მოდელები).
** ციფრული პლატფორმების, მობილური აპლიკაციების ან/და სხვა ციფრული ინსტრუმენტების შემუშავება, რაც უზრუნველყოფს საზღვრებს გარეთ სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.
** ბრენდინგი და მარკეტინგი.
** მწვანე და/ან სოციალური ინოვაციები.
** ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინოვაციები.
** სხვა ტიპის გადაწყვეტილებები და საქმიანობები, რომლებიც შეესაბამება ამ კონკურსის ძირითად მიზნებს და სათანადოდ არის დასაბუთებული.

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება?

** სოციალურ საწარმოს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) ამ კონკურსში განაცხადის წარდგენამდე სულ მცირე 6 თვით ადრე და აწარმოებს საქონელს და/ან ეწევა მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე.
** სოციალურ საწარმოს, რომლის სულ მცირე 50%-ის მესაკუთრე არის/არიან საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი ფიზიკური პირ (ებ)ი და/ან რეზიდენტი იურიდიული პირ (ებ)ი.
** სოციალურ საწარმოს, რომლის ბოლო 3 წლის (2023, 2024 და 2025) საშუალო წლიური ბრუნვა არის მინიმუმ 20, 000 ლარი და არ აღემატება 30 მილიონ ლარს.

თანდართული დოკუმენტების სახით გიზიარებთ:

** Terms of Reference და სხვა ძირითად დოკუმენტებს, რისი შევსება და ატვირთვა დასჭირდებათ კომპანიებს განაცხადის შევსების პროცესში. თუმცა, დეტალურ ინფორმაციას, გთხოვთ, გაეცნოთ შესაბამის ბმულზე: https://procurement-notices.undp.org/view_negotiation.cfm?nego_id=45163
** საგრანტო კონკურსის განაცხადის შევსების ინსტრუქციას.

საკონტაქტო ინფორმაცია: salome.shurghulaia@undp.org

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე