|
დასახელება:
იურიდიული დეპარტამენტის ექსპერტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
|
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
დამსაქმებელი: სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" (შემდგომში: "კორპორაცია")
თანამდებობის დასახელება: იურიდიული დეპარტამენტის ექსპერტი
ძირითადი ფუნქციები:
** ხელშეკრულებების, კორესპონდენციების, ოქმების და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა და სამართლებრივი ექსპერტიზა (ინგლისურ და ქართულ ენებზე);
** "კორპორაციის" საქმიანობის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან ურთიერთობა;
** "კორპორაციის" სახელით იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან გასამართ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: სამართლის ბაკალავრი (არანაკლებ 3.3 GPA); სამართლის მაგისტრი (არანაკლებ 3.5 GPA);
** სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება (სასურველია დაინტერესებულ პირს გააჩნდეს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე (MS Office პროგრამები);
** ენები: ქართული და ინგლისური ენების (C1) სრულყოფილი ცოდნა;
** სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სამეწარმეო კანონმდებლობის ცოდნა;
** ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** სასურველია ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით).
აუცილებელი უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლებისა და ორგანიზებულობის მაღალი ხარისხი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და მისი გადაჭრის უნარი;
** ინიციატივების გამოჩენის უნარი;
** რისკების შეფასების უნარი.
ხელფასი: 5500 - 6000 ლარი (გადასახადების გარეშე/ხელზე ასაღები თანხა, კვალიფიკაციის შესაბამისად)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, 2026 წლის 25 მაისამდე შემდეგი ელფოსტის მისამართზე - vacancy@gogc.ge გამოაგზავნონ:
** CV ქართულ ენაზე (არაუმეტეს 2 გვერდი);
** ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ასლი (გაცემული არაუგვიანეს 2016 წლის 1 იანვარს; TOEFL - მინიმუმ 100 ქულა; IELTS - მინიმუმ 7.0);
** GPA-ისთან დაკავშირებით უნივერსიტეტიდან ცნობა/ნიშნების ფურცლის ასლი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, გასაუბრება და წერილობითი დავალება, მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 21, "კორპორაციის" ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც დამატებით ეცნობებათ.
შენიშვნა:
** დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
** გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო და საგანმანათლებლო მოთხოვნებს.
|
|
|
|