|
დასახელება:
დიზაინის არქიტექტორი
|
| მომწოდებელი:
Wei Yap Architects
|
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
"Wei Yap Architects" არის დიზაინზე ორიენტირებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია თბილისში.
ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის პროექტებზე: საცხოვრებელი, მრავალფუნქციური და ურბანული მიმართულებით, როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
ჩვენი გუნდი აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორებს, ურბანისტებსა და დიზაინერებს.
"Wei Yap Architects"-ში ვეძებთ დიზაინის არქიტექტორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** არქიტექტურული დიზაინის განვითარებაში მონაწილეობა - კონცეფციის შექმნიდან ესკიზურ ეტაპამდე;
** ზუსტი და დეტალური 3D მოდელების შექმნა ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორებიცაა SketchUp ან Rhino;
** მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციებისა და რენდერების მომზადება D5 Render-ის ან Enscape-ის მეშვეობით;
** პრეზენტაციის მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება შიდა და გარე დაკავშირებული მხარეებისთვის;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** აუცილებელია მინ. 2 წლიანი 3D ვიზუალიზაციის სფეროში;
** SketchUp, Rhino, D5 Render და/ან Enscape პროგრამების ცოდნა;
** AI-ზე დაფუძნებული დიზაინის ინსტრუმენტების ცოდნა იქნება დამატებითი უპირატესობა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 20 მაისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|