Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719155&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხოების თანამშრომელი - გლდანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"პსპ ფარმა" აცხადებს უსაფრთხოების თანამშრომლის ვაკანსიას.

"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: გლდანი - მეტრო სადგური "ახმეტელის თეატრის" მიმდებარედ.
** გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე.
** ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + 400 ლარი ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები: აფთიაქის დარბაზში არსებული პროდუქციის დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** თავაზიანობა, ტაქტიანობა
** დისციპლინირებულობა
** პუნქტუალობა
** ყურადღებიანობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 15 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია