|
დასახელება:
მექანიზატორი
|
| მომწოდებელი:
ნათს ინქორფორეითიდ
|
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
შპს "ნათს ინქორფორეითიდ" (ს.ნ. 405404922) დაარსდა 2020 წელს, კომპანია ახორციელებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ნუშისა და თხილის ბაღების მოვლას.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფელი ნიჩბისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 2000 ლარიდან 2500 ლარამდე, გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
** კონკრეტულ ლოკაციაზე წარმოდგენილი მანქანებისა და ტრაქტორების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ყველა დეფექტისა თუ დაზიანების დროულად და ხარისხიანად შეკეთება;
** სამუშაოების დასაწყებად ტექნიკის მომზადება;
** ანგარიშის ჩაბარება მენეჯერებისთვის, საჭიროებისამებრ;
** სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/სასურველი უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია იყოს ორგანიზებული, ოპერატიული და დეტალებზე ორიენტირებული.
გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@nutsinc.ge 2026 წლის 6 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მექანიზატორი.
|
|
|
|