Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
კომპანია ჯიბე Cash & Carry აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე Horeca მიმართულებით.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის N 9
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი - 10:00-14:00
ანაზღაურება: 2000₾ (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში I თვე - 1800, II თვე - 1900, III თვიდან - 2000)

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი გრაფიკის მიხედვით შეკვეთების განხორციელება
** დადგენილი გრაფიკის მიხედვით მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად და ზუსტად მიწოდება
** მომწოდებელსა და მიმღებს შორის, ზუსტი და ოპერატიული დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა
** ცენტრალური და მაღაზიის საწყობიდან პროდუქციის მიღებასთან დაკავშირებული ყოველდღიური შეტყობინებების ანალიზი და მასზე მყისიერი რეაგირება
** ცენტრალურ და მაღაზიის საწყობთან მუდმივი კომუნიკაცია ნაშთების და პროდუქციის მიღების გრაფიკის ცვლილების თაობაზე
** სასაქონლო მარაგების ანალიზი: ჭარბი ნაშთებისა და დეფიციტის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, კომპანიაში არსებული წესების დაცვით
** შეკვეთების პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით
** სასურველია სფეროში მუშაობის გამოცდილება
** კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "აპექსის" ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: HR@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/lLHsK9xd
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე