|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Herio
|
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
"Wilbour Holding"-ის ფარგლებში მოქმედი კომპანია "Herio" პირველ ქართულ დინამიკს აწარმოებს.
Herio-ს გარდა ჰოლდინგი მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს.
"Herio" არის სახლის მოხმარების დინამიკი, რომელიც საქართველოში შეიქმნა. ამ პროექტზე ჩვენი გუნდი სამ წელზე მეტია, რაც მუშაობს; ჩვენი ხმის ინჟინრების გუნდი მსოფლიოში მოწინავე აკუსტიკურ მომწოდებლებთან თანამშრომლობით ქმნის და ავითარებს დინამიკის სახასიათო ხმას.
"Herio"-ს გაყიდვების გუნდში ვეძებთ მენეჯერს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #37 მ, აქსის თაუერსი
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების გეგმის შემუშავება და პროცესის მართვა დადგენილი სტრატეგიის შესაბამისად
** გაყიდვების ხელშემწყობი აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება, მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემის მართვა, სათანადო რეპორტებისა და ინფორმაციის აღრიცხვა/გაზიარება უშუალო ხელმძღვანელთან
** არსებული ბიზნეს-პარტნიორების ეფექტური შენარჩუნება, ახალი ბიზნეს-პარტნიორების/კონტაქტების მოძიება
** საქმიანი მოლაპარაკებების მართვა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** შესრულებული გაყიდვების სისტემატური შეფასება, KPI-ების კონტროლი და გაყიდვების სტიმულირება
** ბაზრის ანალიზი, კონკურენტული გარემოს შესწავლა, ტენდენციების იდენტიფიცირება და გაყიდვების სათანადო გეგმის/გადაწყვეტილებების ჩამოყალიბება
** მომხმარებელთა ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხების მართვა საჭიროებისამებრ, ფინანსური დეპარტამენტის წარმომადგენელთან კოორდინაციით
** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი, სათანადო ინიციატივების წარდგენა და მართვა
** მარკეტინგის, ლოგისტიკის, ტექნიკურ და სხვა დეპარტამენტთა თანამშრომლებთან კოორდინაცია, პროდუქციის ეფექტური მიწოდებისა და სერვისის უზრუნველსაყოფად
მოთხოვნები:
** გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, პასუხისმგებლიანობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე; ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გათვალისწინებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|