|
დასახელება:
დეკლარანტი
|
| მომწოდებელი:
სმოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას დეკლარანტის პოზიციაზე.
სამუშაო მდებარეობა: დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის შესახებ:
კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** საბაჟო ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტების სრული პაკეტის რევიზია/მონიტორინგი.
** პროდუქციის საბაჟო კოდების გადამოწმება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით - საჭირო დოკუმენტაციის დადგენა;
** წინასწარი დეკლარირება/სერტიფიკატების ატვირთვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში არაწინასწარი დეკლარაციების ატვირთვა;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე (RS.GE) საბაჟო და სანებართვო პროცედურების წარმოება;
** წარმოშობის სერტიფიკატის და მასთან გათანაბრებული საბუთებისთვის განაცხადის წარდგენა, მისი კონტროლი და აღრიცხვა;
** დასრულებული განბაჟების საბუთების შესაბამის პორტალზე ატვირთვა;
** განბაჟებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დეპარტამენტის ინფორმირება;
** ინფორმაციის სისწორის და თანმხლები დოკუმენტების სისრულის მუდმივი კონტროლი;
** რეგულარული მენეჯმენტით დადგენილ თათბირებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება პრიორიტეტული და მიმდინარე საკითხების აქტუალიზაციის მიზნით;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში ექსპორტის დეკლარაციის ბეჭდვა;
** საჭიროებიდან გამომდინარე დეკლარაციის ჩასწორება (მაგ. საზღვრის ცვლილების გამო)
** საჭიროების შემთხვევაში გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ვიზიტი.
საკვალიფკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კრეატიული და გონება გახსნილი აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი ემოციური ინტელექტი;
** საბაჟო/საგადასახადო კოდექსის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელ. მისამართზე: сv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "SMOTORS"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|