Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719007&print=yes&view=jobs
 
პროექტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: ICity
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
მაღაზიათა ქსელი "Icity" აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

"აისითი" 11 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოში და სპეციალიზდება Apple, Dyson, B&O, Xiaomi, Honor, Garrett, Realme და სხვა ცნობილი ბრენდების მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მათი აქსესუარების შეთავაზებაზე, ასევე გთავაზობთ პირველი კლასის სერვისს.

ჩვენი კომპანია ეძებს პროექტ მენეჯერს, რომელიც იქნება მენეჯმენტის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და ჩაერთვება სხვადასხვა სტრატეგიული და ოპერაციული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ეს პოზიცია არის მათთვის, ვისაც სურს არა უბრალოდ პროცესებში მონაწილეობა, არამედ — პროცესების შექმნა, გაუმჯობესება და მართვა.

თუ ხარ ადამიანი, რომელსაც უყვარს მოძრაობა, იდეების გენერირება და რეალურ შედეგებად ქცევა — ეს პოზიცია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** მენეჯმენტისგან მიღებული დავალებების ანალიზი და მათი პროექტებად გარდაქმნა
** პროექტების სრული ციკლის მართვა — იდეიდან განხორციელებამდე
** პროექტების დეტალური დაგეგმვა (ვადები, რესურსები, პრიორიტეტები)
** მკაფიო მიზნების (KPI-ების) განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი
** პროცესების სტრუქტურირება და შესრულების მუდმივი მონიტორინგი
** სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია და გუნდური მუშაობის ორგანიზება
** პროექტების მიმდინარეობის ანგარიშგება და პროგრესის შეფასება
** რისკების იდენტიფიცირება და პრობლემების დროული გადაწყვეტა
** პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის გაზრდა
** ახალი იდეების ინიცირება და მათი პრაქტიკაში დანერგვა

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

** სხარტი და სწრაფად მოაზროვნე
** მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსე
** კრეატიული და იდეებით გამორჩეული
** შედეგზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნების მქონე
** სწრაფი რეაგირების და დინამიურ გარემოში მუშაობის უნარის მქონე
** ძლიერი კომუნიკაციის უნარების მქონე
** ინიციატივიანი და შედეგზე ორიენტირებული

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა
** კორპორატიული დაზღვევა
** მუშაობა მეგობრულ და კრეატიულ გუნდთან
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა დინამიურად განვითარებად კომპანიაში
** ადგილმდებარეობა: საბურთალო, სააკაძის დაღმართი.

CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: founder@icity.ge

სათაურის ველში მიუთითეთ "პროექტ მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია