კომპანია "ICITY • აისითი" არის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და სტაბილური მულტიბრენდული ტექნიკის საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალურ, ავტორიზებულ პროდუქციას ისეთი გლობალური ბრენდებისგან, როგორებიცაა: Apple, Dyson, Sony, Bang & Olufsen, Xiaomi, Marshall, JBL, Beats, Honor და სხვა.
მაღაზიათა ქსელი "icity" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლები 10:00-დან 19:00-მდე ან 13:00-დან 22:00-მდე
** ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი
** კორპორატიული დაზღვევა;
** მუშაობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა დინამიურად განვითარებად კომპანიაში;
** შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი გუნდის ნაწილი, რომელიც ქმნის საუკეთესო მომხმარებლის გამოცდილებას!
** ლოკაცია: თბილისი მოლი.
თვისებები:
** ენერგიული და აქტიური, გუნდური მუშაობის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** Apple-ის პროდუქციის ცოდნა.
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** გამართული მეტყველების უნარი.
CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: jobs@icity.ge. სათაურის ველში მიუთითოთ "კონსულტანტი თბილისში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|