Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=718974&print=yes&view=jobs
 
სასტუმროს დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს დიასახლისი
მომწოდებელი: ჯინო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"ჯინო ჰოლდინგი" ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "თბილისის ბულვარი", სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

სასტუმრო Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დიასახლისის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20

ძირითადი მოვალეობები:

** ნომრების დასუფთავება და მოწესრიგება
** თეთრეულის და პირსახოცების გამოცვლა
** აბაზანისა და საერთო სივრცეების ჰიგიენის დაცვა
** მარაგების შევსება (ჰიგიენური საშუალებები)
** ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირება და სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება

მოთხოვნები:

** მომსახურების პრინციპების ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებით უზრუნველყოფას
** ანაზღაურება 1200 ლარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hkm@ginohotels.com და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დარეკოთ ნომერზე 599 409 975.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია