Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=718971&print=yes&view=jobs
 
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ნეილ ფორ ლეიდი ბოსს
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"ნეილ ფორ ლეიდი ბოსს" აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული, 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, ყოველ მეორე შაბათ- კვირა;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ისანი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო კომუნიკაცია მომხმარებელთან და ფილიალებთან;
** სოციალურ ქსელებში შემომავალი შეტყობინებების მართვა;
** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, კონსულტაციის გაწევა და მათთვის დეტალური, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** შემოსული ზარების ბაზაში ასახვა, რეპორტების წარმოება შემთხვევაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია განათლება სამედიცინო მიმართულებით);
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!

** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდთან მუშაობის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: medicalcallcenter3@gmail.com და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ კომპანიამ შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: medicalcallcenter3@gmail.com

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარიამ გოხიძეს - medicalcallcenter3@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია