|
დასახელება:
B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ELEMENT.GE
|
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
ELEMENT.GE - კომპიუტერული ტექნიკის წამყვანი ონლაინ მაღაზია, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს სექტორის ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე, აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ტექნიკის B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ვაკანსია: კომპიუტერული ტექნიკის B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია: http://www.element.ge
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორატიული კლიენტებისგან მიღებული მოთხოვნების დამუშავება, მათი ბიზნეს საჭიროებების დეტალური ანალიზი და ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტილების შეთავაზება;
** კომერციული წინადადებების მომზადება ბიუჯეტისა და ვადების გათვალისწინებით;
** მოლაპარაკებების წარმოება, გარიგების დახურვა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია ლოჯისტიკის გუნდთან ერთად;
** პოტენციური დამკვეთების იდენტიფიცირება და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
** კერძო სექტორის ტენდერების პლატფორმების მონიტორინგი, სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზი და კონკურენტული წინადადებების მომზადება;
** გრძელვადიანი, ნდობაზე დამყარებული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება როგორც კლიენტების წარმომადგენლებთან (შესყიდვების მენეჯერები, IT დირექტორები), ისე მომწოდებლებთან/ვენდორებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული ტექნიკის, კომპონენტებისა და პერიფერიების სიღრმისეული ცოდნა (აუცილებელია);
** B2B გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (IT სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** სახელმწიფო და კერძო ტენდერებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ენების ცოდნა: ქართული (გამართულად), ინგლისური (ტექნიკურ დონეზე).
პიროვნული უნარები:
** მოლაპარაკების და დარწმუნების ძლიერი უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად შესაძლებლობების ძიებისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
პირობები:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + KPI ბონუსს გაყიდვებიდან (ბონუსური სისტემა, რომელიც პირდაპირპროპორციულია შედეგებთან);
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: jobs@element.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "B2B ონლაინ გაყიდვების კონსულტანტი".
ბოლო ვადა: 20 მაისი.
|
|
|
|