Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=718946&print=yes&view=jobs
 
მიმღები რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები რეგისტრატორი
მომწოდებელი: მედ-დიაგნოსტიკა
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
სამედიცინო დაწესებულება "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას მიმღები რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ასათიანის 5ა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სამუშაო საათები: 09:00 - 16:00;
ანაზღაურება: 800 ლარი;

ფუნქცია მოვალეობები:

** კლინიკაში მოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების გაწევა
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, გადამოწმება და რეგისტრაცია
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების და ღირებულების შესახებ;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი (სასურველია შემდეგი მიმართულებით: მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცია)
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია