Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=718930&print=yes&view=jobs
 
მიმტანი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
სასტუმრო "Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** დეპარტამენტი: კვებისა და სასმელების
** უშუალო ხელმძღვანელი: კვებისა და სასმელების მენეჯერი
** მდებარეობა: ბათუმი, ჟიული შარტავას ქ. N8
** გრაფიკი: 08:00 - 16:00; 16:00 - 00:00; (5/2)
** ანაზღაურება: 1100 ლარი

მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** სტუმრების თბილი დახვედრა და მენიუს წარდგენა;
** პასუხისმგებელია სტუმრებისთვის საკვებისა და სასმლის სერვისის მიწოდებაზე დადგენილი სტანდარტების, პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად. უზრუნველყოფს თავაზიან და პროფესიონალურ მომსახურებას ნებისმიერ დროს;
** პასუხისმგებელია ყველა მოვალეობაზე მომსახურებამდე და მის შემდეგ, რაც უზრუნველყოფს სტუმრების მაქსიმალურ კმაყოფილებას;
** სტუმრების საჭიროებების და კმაყოფილების დადგენა, სტუმრების თხოვნასა და კითხვებზე სწრაფი პასუხის გაცემა;
** კოორდინაციას უწევს სამზარეულოს პერსონალს, ბარის პერსონალს შეუფერხებლად მუშაობისა და სტუმრების კმაყოფილების უზრუნველსაყოფად;
** პერსონალის ტრენინგებსა და ბრიფინგებში მონაწილეობა;
** რესტორნის მენიუს და დღის სპეციალური შეთავაზებების ცოდნა;
** რესტორნის ტელეფონზე პასუხის გაცემა, ფინანსური ტრანზაქციების შესრულება, ცვლის დახურვა POS ტერმინალში;
** უშუალო მენეჯერის სხვა გონივრული მოვალეობების და პასუხისმგებლობების შესრულება.

ბენეფიტი:

** კვება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ან თურქული ენა - საკომუნიკაციო
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@billionairehotel.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

სასტუმრო "Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi" გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია