Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=718918&print=yes&view=jobs
 
ექთანი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი
მომწოდებელი: საქართველოს ადიქტოლოგიის სამედიცინო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
შპს "საქართველოს ადიქტოლოგიის სამედიცინო კორპორაცია" ქალაქ ქუთაისში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული პროფილის პაციენტებს სთავაზობს პროფესიონალურ მომსახურებასა და დამოკიდებულების მართვაზე ორიენტირებულ მკურნალობას.

"საქართველოს ადიქტოლოგიის სამედიცინო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** მისამართი: ქ. ქუთაისი, ნოდარ დუმბაძის ქ. N59
** სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა 18-დან 24 საათამდე, ყოველ მესამე დღეს
** ანაზღაურება: 600-700 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მოვლა და მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი
** ექიმის დანიშნულებების ზუსტი და დროული შესრულება
** ინტრავენური მანიპულაციების შესრულება და ინფუზიური თერაპიის მართვა
** მედიკამენტების სწორად ადმინისტრირება
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
** ჰიგიენური და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი სამედიცინო განათლება
** ექთნის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: gamc.hr.info@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ: +995 593 222 205

შენიშვნა: თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "საქართველოს ადიქტოლოგიის სამედიცინო კორპორაციის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია