|
დასახელება:
ადმინისტრაციული მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
ადმინისტრაციული მენეჯერი
შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.
NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
საქართველოს ბაზარზე 17 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies
ფუნქცია-მოვალეობები:
** შოურუმში შემოსულ მომხმარებლებთან პირველადი კონსულტაციის გაწევა და გადამისამართება კომპეტენტურ პირთან;
** კომპანიის შემომავალი სატელეფონო ზარების პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან;
** კომპანიის ელექტრონული ფოსტის სისტემატიური კონტროლი და გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან;
** კომპანიის არსებულ სოციალურ პლატფორმებზე მომხმარებელთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან;
** ოფისის მომარაგება ყველა საჭირო ინვენტარით: (კარტრიჯების, საკანცელარიო ნივთების, საოფისე სასმელის (ყავა, ჩაი, შაქარი) და დასუფთავების საშუალებების შეძენა;
** საფოსტო-საკურიერო სამსახურთან ურთიერთობა და გზავნილების ადმინისტრირება;
** დოკუმენტ ბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;
** კომპანიის დოკუმენტაციის (წერილები, ბრძანებები) დამუშავება და დაარქივება;
** შეხვედრების კალენდრის მართვა;
** შეხვედრების და თათბირების ორგანიზება;
** თანამშრომელთა შიდა და გარე მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** მივლინების საჭიროების მიხედვით ტრანსპორტის, ავიაბილეთების და საცხოვრებლის დაჯავშნა;
** მივლინების ბრძანებების, განაცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის კორპორატიული სერვისების (ტელეკომუნიკაცია, ტაქსი,) მართვა და კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევევი
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მსგავს სფეროში;
** ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ოფისის მართვის, დოკუმენტაციისა და პროცესების ორგანიზების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა .
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ.#36;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 1500-1800 ლარი (ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად).
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრაციული მენეჯერი"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|