|
დასახელება:
ბუნებრივ აირზე მომუშავე საკუთარი ავტომობილით
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
ავტომობილის გაზგასამართი სადგურების შემოწმების მიზნით, ვიწვევთ პირებს ბუნებრივ აირზე (გაზზე) მომუშავე საკუთარი ავტომობილით და მართვის გამოცდილებით.
ვაკანსია ცხადდება თბილისში, თელავში, ყვარელში, ბორჯომში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში.
ასაკს, სქესს, განათლებას და სამუშაო გამოცდილებას განმსაზღვრელი მნიშვნელობა არა აქვს.
სამუშაო არ გულისხმობს ყოველდღიურ დატვირთვას და მისი მოქნილი გრაფიკი იძლევა სხვა საქმიანობასთან შეთავსების საშუალებას.
გარდა ჰონორარისა, კომპანია სრულად აანაზღაურებს ობიექტებზე ვიზიტის და საკონტროლო შესყიდვების ხარჯებს.
მოთხოვნები:
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ბუნებრივ აირზე მომუშავე, გამართული ავტომობილი (აუცილებელი მოთხოვნა);
** მართვის მოწმობა (ბ კატეგორია);
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის ელემენტარული ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** ყურადღების კონცენტრაცია დეტალებზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე mysteryshopper@stream.com.ge. მეილში მიუთითეთ თქვენი ავტომობილის მოდელი და გაზის ავზის მოცულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 მაისი.
|
|
|
|