|
დასახელება:
ბარისტა-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ეარფუდი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
კომპანია "ეარფუდი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
რას გთავაზობთ ჩვენ?
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსებით
** თანამშრომლებისთვის სპეციალურ ფასდაკლებას კვებაზე
** ყოველთვიურ წამახალისებელ ბონუსებს
** ტრანსპორტირება ქ. ქუთაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
ფუნქცია - მოვალეობები:
** მომხმარებელთან შეხვედრა და კომუნიკაციის დაწყება
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება
** სალაროსთან მუშაობა და რეალიზებული პროდუქციის პროგრამული გატარება
** ყავის და სხვა ცხელი / ცივი სასმელების მომზადება;
** დარბაზის თაროებზე მარაგების შევსება და ესთეტიურ იერ-სახეზე ზრუნვა
** პროდუქციის ვადების კონტროლი სტანდარტების დაცვით
** საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება/სტუდენტი
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში
** ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** სწრაფ რეჟიმში მუშაობის უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@airfood.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება და გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|