Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=718716&print=yes&view=jobs
 
ფარმაცევტული საწარმოს ლაბორატორიის ხელმძღვანელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტული საწარმოს ლაბორატორიის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ონიქს კორპორეიშენი
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
შპს "ონიქს კორპორეიშენი" ქ. ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული საწარმოს ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კოორდინაცია;
** ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზების ორგანიზება და ზედამხედველობა;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა, შიდა სტანდარტების შესაბამისად;
** ლაბორატორიული პროცესების მართვა და მონიტორინგი;
** ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა, კონტროლი და განვითარება;
** დოკუმენტაციის მართვა (SOP-ები, პროტოკოლები, ანგარიშები);
** საწარმოო პროცესთან კოორდინაცია ხარისხის უწყვეტი კონტროლის უზრუნველსაყოფად;
** ლაბორატორიის პერსონალის მართვა, გადამზადება და შეფასება;
** ახალი ანალიტიკური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა;
** რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (GMP, ISO და სხვა);
** მზა/ნახევრად პროდუქტის, ნედლეულის, ხარისხის შემოწმება და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ქიმიის, ქიმიური ტექნოლოგიის, ფარმაციის ან შესაბამისი მიმართულებით;
** ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** თანამედროვე ლაბორატორიული ანალიზის მეთოდების და აღჭურვილობის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (სავალდებულოა);

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@onyxcorporation.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია