Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=718670&print=yes&view=jobs
 
პროექტის კოორდინატორი - ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 10 მაისი
საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

თანამდებობა:

პროგრამა/პროექტი: სამხრეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 20 საათი
ხანგრძლივობა: გრძელევადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ვალე

პროექტის შინაარსი:

დღის ცენტრში 50 ბავშვი მიიღებს დახმარებას სასკოლო და დამატებით საგნებში; ბავშვები ესწრებიან დრამის, მათემატიკა-ჭადრაკის, და მუსიკის გაკვეთილებს, სწავლობენ ინგლისურ და ქართულ ენებს; ბავშვები აწყობენ სპექტაკლებს და კონცერტებს მოხალისეებთან და პედაგოგებთან ერთად, დადიან ექსკურსიებსა და ლაშქრობებში, ატარებენ დროს საზაფხულო ბანაკებში.

სამუშაო მიზანი:

პროექტის კოორდინატორი პასუხისმგებელია დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს პროექტის მართვასა და კოორდინაციაში, რათა უზრუნველყოს დროული და ეფექტური მუშაობა.

სამუშაო ვალდებულებები:

** დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს პროექტის დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგში და შეფასებაში;
** უზრუნველყოს პროექტის განხორციელება საპროექტო წინადადებისა და პროექტის ფინანსური ბიუჯეტის მიხედვით;
** პროგრამის მენეჯერს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** მონაწილეობა მიიღოს ახალი პროექტების დაგეგმვა/შემუშავებაში;
** მოვალეა დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
** უზრუნველყოს ბავშვის ჩარიცხვას საგანმანათლებლო პროექტში.
** ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებას (კონცერტები, ინტელექტუალური/სპორტული ღონისძიებები, თეატრი, ექსკურსია);
** კონტროლი გაუწიოს მოსწავლეთა დასწრების ჟურნალის წარმოებას
** ვალდებულია მშობელს მიაწოდოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი შვილის შესახებ;
** მონაწილეობა მიიღოს თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში
** მოვალეა იყოს პროგრამის მმართველი ჯგუფის აქტიური წევრი
** მონაწილეობა მიიღოს პროგრამის მენეჯმენტის ჯგუფის ყოველთვიურ საკოორდინაციო შეხვედრებში;
** ორგანიზებას უწევს პროექტის თანამშრომელთა კოორდინირებულ მუშაობას;
** პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
** პასუხიმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე
** ზრუნველყოს პროექტის განხორციელება გენდერული ბალანსის და მონაწილეობრივი გზის გათვალისწინებით
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;.
** მოვალეა იყოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება, გამოცდილება, უნარები:

აუცილებელია:

** განათლება: პედაგოგის/მენეჯერის კვალიფიკაცია;
** გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** Microsoft Office პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook)
** ვერბალური და წერილობითი მითითებების გაგების უნარი
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** დროის ეფექტური მართვა;
** უსაფრთხოების პროცედურების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

აუცილებელია:

** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას, კეთილგანწყობა, თბილი მიპყრობა ნებისმიერ ბენეფიციართან;
** პუნქტუალური, საიმედო და სანდო;

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: khatuna.khitarishvili@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში (წერილის თემაში) მიუთითოთ: "პროექტის კოორდინატორი - ვალე".
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 01.05.2026
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 10.05.2026

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge;
https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/;

https://www.facebook.com/caritas.social.care
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია