Робота для біженців з України
პროგრამული მომსახურების კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული მომსახურების კონსულტანტი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალში პროგრამული მომსახურების კონსულტანტის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისში

ზუმერი გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე (სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დასვენების 2 დღის შეთანხმება)
** მაღალ და ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, 1000-1700 ლარს.
** კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას.
** სტუდენტებისთვის სწავლის სრული დაფინანსების შესაძლებლობას;
** წლის ბოლოს, ფილიალებში ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების ევროპაში მოგზაურობას, კომპანიის სრული დაფინანსებით.
** ციფრული ტექნიკისა და გაყიდვების კომპლექსურ სწავლებას, როგორც შიდა ტრენერების, ასევე მოწვეული ტრენერების ტრენინგების საშუალებით.
** მრავალფეროვან წახალისების სისტემას;
** დამატებით ბონუსებს, როგორც ყოველთვიურად, ასევე სამ თვეში ერთხელ;
** სხვადასხვა კორპორაციულ აქტივობებს: სპორტულ და გასართობ აქტივობებს, ინტელექტუალურ თამაშებს, მოწვეულ სპიკერებს აქტუალური თემების გათვალისწინებით და ა.შ.
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
** სხვადასხვა ტრენინგებსა და კურსებს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოთხოვნები:

** ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს;
** ციფრული ტექნიკის ცოდნა სასურველია;
** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია;
** მნიშვნელოვანია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მიერ შეძენილი პროგრამული მომსახურების შესაბამისად სრულყოფილი სერვისის გაწევა;
** მომხმარებლისთვის ინფორმაციის გაზიარება შესრულებული სამუშაოს შესახებ;
** მომხმარებლების პერსონალური მონაცემების შესახებ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** კომპანიაში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტის დეტალური და სრულყოფილი ცოდნა;
** კომპანიის სტანდარტებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება სამი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/XqSWvoeLPO
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე