|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო ხედი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
სასტუმრო "ხედი" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში - ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან და მშვიდობის ხიდთან ახლოს.
სასტუმრო სრულად ამართლებს თავის სახელს - მისი ოთახებიდან იშლება პანორამული ხედები ძველი და თანამედროვე თბილისის, მტკვრის სანაპიროსა და ქალაქის მიმდებარე მთებზე. ეს არის სივრცე, სადაც სტუმარი ეცნობა ძველი თბილისის უნიკალურ ატმოსფეროს.
სასტუმროში წარმოდგენილია 57 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი, პანორამული რესტორანი, სუში-ბარი, საკონფერენციო და ღონისძიებების დარბაზები, ფიტნეს კლუბი.
ვაკანსია: მიმტანი (პანორამული რესტორანი)
გუნდში ვიწვევთ ენერგიულ, კეთილგანწყობილ და პასუხისმგებლობიან თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
** მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სტუმრებისთვის კერძებისა და სასმელების პროფესიონალური შეთავაზება
** შეკვეთების დროული და ზუსტი მიწოდება
** მაგიდების სერვირება და დარბაზის მოწესრიგება
** ანგარიშსწორების პროცესის მართვა (ჩეკების მომზადება)
** ბანკეტებისა და კონფერენციული ღონისძიებების სტუმართა მომსახურება
** შრომის უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა - სავალდებულოა
პიროვნული თვისებები:
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ყურადღება
** გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ხელფასს + დანამატს გარკვეული კატეგორიის მაგიდებიდან
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე
** ღამის ტრანსპორტირებას
** კვებას
** ფიტპასს, სამედიცინო დაზღვევას.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@khedihotel.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "მიმტანი"
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. რეზიუმე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა შესაბამისი პოზიციებისთვის და შეინახება მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|