|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კ-მოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 04 მაისი
/ ბოლო ვადა: 04 ივნისი
|
კომპანია "კ-მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი და ანაზღაურება:
** თბილისი, იარაჯულის ქ. 29 (ყოფილი ქინძმარაულის ქ 7)
** ხელფასი განისაზღვრება 1700 ლარით
სამუშაო დრო:
** ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ
** შაბათი: 09:00-17:00 სთ
მოვალეობები:
** შესყიდვის პროცესების მართვა შესყიდვების პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისობაში;
** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;
** გონივრულ ვადებში შესყიდვის პროცესის წარმოება;
** ადგილობრივ მომწოდებლების მოძიება ბაზარზე და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება;
** პროექტის ფარგლებში, მუდმივად და მჭიდროდ თანამშრომლობა უშუალო პროექტ მენეჯერთან/ და ნებისმიერ დამკვეთ დეპარტამენტთან.
** პროექტის ფარგლებში, შესყიდვების გეგმის წარმართვა შეთანხმებული ვადების გათვალისწინებით;
** ტექნიკური დავალების მიღება, გადამოწმება ყველა დეტალის გათვალისწინებით;
** არაგეგმური შესყიდვის წარმოება ხარჯის დამტკიცების პროცედურების გათვალისწინებით;
** შესყიდვების ანალიზი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და დირექტორთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.
** შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (საავტომობილო ინდუსტრია ჩაითვლება უპირატესად)
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@k-motors.ge
|
|
|
|