Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=718534&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ევრაზიის ექსპრესი
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "ევრაზიის ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** სტაჟირება 2 თვემდე ვადით
** ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში 1170 ლარი ხელზე.
** სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ხელფასი 1560 ლარი ხელზე, შემდგომში ზრდის პერსპექტივით.

სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისში, არა დისტანციურად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ინტერნეტის სრულყოფილად ფლობა (სავალდებულოა);
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა სავალდებულოა;
** მათემატიკის საშუალო სკოლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** თვითპრეზენტირების უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა.

მეილი: office@euroasian.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია