Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=718453&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების და სერვისის განვითარების ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების და სერვისის განვითარების ასისტენტი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"გრინვეი" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების და სერვისის განვითარების სამსახურის ასისტენტის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ორშ-პარ 10:00-18:00 საათამდე;
თანამშრომლობის ვადა: დროებითი/დეკრეტული შვებულების ჩამნაცვლებელი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება და შეთავაზებების მომზადება;
** ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და კონტროლი;
** მონაცემთა ბაზის მართვა და კონტროლი;
** ორგანიზაციის შიდა პორტალზე მონაცემების გადამოწმება და კონტროლი;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება, აღრიცხვა და სისწორის კონტროლი;
** სხვადასხვა რეპორტებისა და ანგარიშების მომზადების პროცესში აქტიური ჩართულობა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დარწმუნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად გადანაწილების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა;
** კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების და სერვისის განვითარების სამსახურის ასისტენტი.

გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გრინვეი - არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სს "გრინვეი საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს "Privacy Professionals"; მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3; ელ. ფოსტა: info@gwg.ge მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია