|
დასახელება:
საინვესტიციო სამსახურის მთავარი ეკონომისტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს საპენსიო ფონდი
|
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო სამსახურის მთავარი ეკონომისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.
სამსახურის ადგილმდებარეობა - საქართველო, თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დოქტორის ხარისხი ეკონომიკის მიმართულებით;
** ეკონომისტის, მკვლევრის, მონაცემთა ანალიტიკოსის ან სხვა მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 7 წლიანი გამოცდილება;
** ეკონომიკურ მოდელებთან მუშაობის გამოცდილება;
** გამოქვეყნებული ნაშრომები ფინანსური ეკონომიკის მიმართულებით საერთაშორისო გამოცემებში ჩაითვლება უპირატესობად;
** Eviews-თან და მაკრო/ეკონომეტრიკულ პაკეტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** ქართული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მაკროეკონომიკური პროცესების სისტემატური მონიტორინგი და ანალიზი;
** მაკროეკონომიკური პარამეტრების მოდელირება და პროგნოზირება;
** მაკროეკონომიკური სცენარების შემუშავება და საინვესტიციო პორტფელზე გავლენის პერიოდული შეფასება, შესაბამის სტრეს-ტესტებში მონაწილეობის მიღება;
** მაკროეკონომიკური სტატისტიკის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
** კვლევების მომზადება ეკონომიკურ, ფინანსურ და საინვესტიციო საკითხებზე;
** საერთაშორისო ბაზრების ანალიზი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საპენსიო ფონდთან და მის საინვესტიციო აქტივობებთან;
** წლიური და სხვა პერიოდული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
** საჭიროებისამებრ, სხვადასხვა თემატური პუბლიკაციების მომზადება;
** აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
** მაკროეკონომიკური ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადების პროცესში უშუალო ჩართულობა;
** საპენსიო ფონდის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:
** სიღრმისეული ფინანსური ეკონომიკური ანალიზისა და მაკროენოკონომიკური გავლენების შეფასების უნარი;
** ინიციატივიანი, კომუნიკაბელური, პუნქტუალური და ორგანიზებული;
** მოტივირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge. საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://www.pensions.ge/
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
|
|
|
|