|
დასახელება:
დასუფთავების სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო კომპლექსი სევსამორა
|
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora Resort & Spa", რომელიც მდებარეობს საგურამოში 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, სპა ცენტრი, რესტორნები, მარანი და სხვა.
სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora Resort & Spa" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სუპერვაიზერის პოზიციაზე:
მდებარეობა: საგურამო
სამუშაო განაკვეთი: 40 საათიანი სამუშაო კვირა
სამუშაო პირობები: კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას
ძირითადი მოვალეობები:
** დასუფთავების სამსახურის ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობა;
** სტუმრების მიღება/გასვლისას ოთახის მოწესრიგების შესაბამისი პროცედურების ზედამხედველობა;
** სასტუმროს ნომრებში არსებული ინვენტარის სწორად მოვლა-შენახვის მონიტორინგი;
** სასტუმროს დიასახლისების საქმიანობის ზედამხედველობა, სამუშაოს შესრულების პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
** მარაგში არსებული ჰიგიენური საშუალებების და ინვენტარის კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და უშუალო მენეჯერის ინფორმირება;
** გეგმური ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
პროფესიული მოთხოვნები:
** მნიშვნელოვანია მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
პერსონალური მოთხოვნები:
** დასუფთავების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** გუნდის წევრების სამუშაო პროცესების მართვის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება.
თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@sevsamora.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30.05.2026
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|