Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ფიტნეს ფორმულა
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 11 მაისი
ვიტამინებისა და საკვები დანამატების მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი "ფიტნეს ფორმულა" სხვადასხვა ქვეყანაში 25-მდე, ხოლო თბილისში წარმოდგენილია 3 ფილიალით. კომპანიის მთავარი მიზანია ადამიანთა ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.

"ფიტნეს ფორმულა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი, მესამე მიკრო რაიონი.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00 საათამდე.
სამუშაო დღეების რაოდენობა: ორშაბათი-პარასკევი
შესვენება: 1 საათი.
ანაზღაურება: საწყისი 1200ლ.

მოვალეობები:

** პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების უზრუნველყოფა
** საწყობის დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამული აღრიცხვა
** სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა
** პროდუქციის დროულად მიწოდების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი
** პერიოდული ინვენტარიზაციის დაგეგმვა და ჩატარება საწყობის მენეჯერთან ერთად
** მარაგების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა
** ზედნადების გამოწერა
** არსებული მარაგების ლიმიტის პროგრამული კონტროლი
** არსებულ პროდუქციაზე ვადების პროგრამული კონტროლი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: info@fitnessformula.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე