|
დასახელება:
ჭურჭლის მრეცხავი
|
| მომწოდებელი:
Hampton by Hilton Batumi Center
|
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
"Hampton by Hilton Batumi Center" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე
"Hampton by Hilton Batumi" გთავაზობთ შესაძლებლობას, გახდეთ საერთაშორისო ბრენდის გუნდის წევრი!
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და შრომისმოყვარე კანდიდატს ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე, რომელიც იზიარებს სისუფთავის მაღალი სტანდარტების მნიშვნელობას და მზად არის უზრუნველყოს სტუმრებისთვის მყუდრო და სუფთა გარემო.
ძირითადი მოვალეობები:
** ჭურჭლის გარეცხვა შესაბამისი ინსტრუქციით;
** მაცივრების დასუფთავება შესაბამისი ინსტრუქციით;
** სასაუზმე სივრცის დალაგება;
** ნაგვის გატანა;
** სამზარეულოში დადგენილი ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთველის #20
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
** ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
** 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე
** 20%-იან ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში;
** 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში
** 20%-იან ფასდაკლებას რესტორან რუსთაველში
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_kqctf/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"Hampton by Hilton Batumi Center" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|